კახა კალაძე რაიონების გამგებლებს ასახელებს

თბილისის მერი, კახა კალაძე საზოგადოებას დედაქალაქის მთავრობის ახალ წევრებს წარუდგენს. დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე, სოციალური ქსელის პირდაპირ ეთერში კალაძე რაიონული გამგეობების ხელმძღვანელებს ასახელებს.

„ხვალ მე და ჩემი გუნდის შესაბამისი წევრები წარვდგებით თბილისის საკრებულოს წინაშე და საკრებულოს მხრიდან კანდიდატების დამტკიცების შემდეგ კიდევ უფრო მეტი ენერგიით შევდუგებით წინასაარჩევნოდ დაანონსებული პროექტების განხორციელებას. ჩვენ გვაქვს ამბიციური და რეალისტური გეგმები, რომელთა განხორციელების შედეეგად, თბილისი ბევრად უფრო მწვანე, კომფორტული და მოწესრიგებული ქალაქი იქნება. გამგებლების როლი ამ ყველაფერში ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა ქალაქის მერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები