კოტე მარჯანიშვილის ფილმი „კრაზანა“ (1928) – აღდგენილი ვერსიის ჩვენება გაიმართება

3 დეკემბერს, 18:00 საათზე, ეროვნული არქივის კინოდარბაზში, ეროვნული კინოცენტრი და საქართველოს ეროვნული არქივი წარმოადგენს კოტე მარჯანიშვილის ფილმს – „კრაზანა” (აღდგენილი ვერსია).
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ფილმს წარადგენს კინომცოდნე ლელა ოჩიაური.
„კრაზანა” გადაღებულია 1928 წელს.
კინომემკვიდრეობაზე ზრუნვა ეროვნული კინოცენტრის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ქართული ფილმების დაბრუნების პროცესი 2016 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით. ამ ეტაპზე რუსეთის ფილმსაცავ „გოსფილმოფონდიდან“ ჩამოტანილია 60-მდე ფილმი, აქედან აღდგენილია 34.
1920-1930 წლების რეტროსპექტივის მონაწილე ფილმები აღდგენილია საქართველოს ეროვნულ არქივთან თანამშრომლობით, გიორგი კაკაბაძის ხელმძღანელობით. პროექტის პარტნიორები არიან: ეროვნული არქივი და თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია.
კინოჩვენებაზე დასწრება მოხდება ქვეყანაში არსებული კოვიდრეგულაციების სრული დაცვით და „მწვანე პასპორტის” წარმოდგენით. კინოდარბაზში დაიშვება 70 სტუმარი. ჩვენებაზე დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები