კახა კალაძე: მომდევნო 4 წლის განმავლობაში თბილისში მასშტაბური პროექტების განხორციელება გვაქვს დაგეგმილი

“მოსახლეობა უნდა ელოდოს მხოლოდ და მხოლოდ კარგს – მომდევნო წლები საკმაოდ საინტერესო იქნება თბილისისთვის”, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც თბილისის ახალარჩეული საკრებულოს მუშაობის დაწყებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ქალაქის სხვადასხვა რაიონში ძალიან ბევრი ამბიციური პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი.

“მასშტაბური პროექტების განხორციელება გვაქვს დაგეგმილი. ის, რასაც ვსაუბრობდით არჩევნების დროს,  არ იყო მხოლოდ სიტყვები და ლამაზად დაწერილი ტექსტები, ეს არის კონკრეტული პროექტები, რომელიც მომდევნო 4 წლის განმავლობაში თბილისში განხორციელდება. სხვადასხვა რაიონში, სხვადასხვა უბანში გვაქვს საკმაოდ ამბიციური გეგმები, გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამები ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებით, რითაც ხელი უნდა შევუწყოთ და დავეხმაროთ იმ ოჯახებს, იმ ადამიანებს, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი თანადგომა.

გარდა ამისა, არის ბევრი ახალი პროექტი ახალგაზრდობის მიმართულებით, ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმართულებით, ასევე, ძველი თბილისის განახლება – საკმაოდ საინტერესო წლები იქნება მომდევნო წლები თბილისისთვის”, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები