გიორგი ტყემალაძე – ოპოზიციაზე: იმედი გვაქვს, მათი განწყობა კონსტრუქციული იქნება და ერთობლივად შევძლებთ, რომ ბევრი სასიკეთო საქმე გავაკეთოთ

“დღევანდელი სხდომის პროცედურა ითვალისწინებს, პირველ ყოვლისა, რა თქმა უნდა, უფლებამოსილების ცნობის კენჭისყრას. შემდგე უკვე იქნება საკრებულოს თავმჯდომარისა და მოადგილეების არჩევნები. ფრაქციების, კომისიების დაკომპლექტება და დღევანდელი საკრებულოს სხდომა მთლიანად იქნება პროცედურული ნაწილებით დატვირთული”, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრმა “ქართული ოცნებიდან”, გიორგი ტყემალაძემ განაცხადა.

საკრებულოს დეპუტატის თქმით, ის იმედოვნებს, რომ ოპოზიცია სამუშაო პროცესში კონსტრუქციულად ჩაერთვება და ერთობლივად, დედაქალაქისთვის ბევრი სასიკეთო საქმის გაკეთებას შეძლებენ.

“რაც შეეხება ოპოზიციის წარმომადგენლებს, დიდი იმედი გვაქვს, რომ მათი განწყობა კონსტრუქციული იქნება და ერთობლივად შევძლებთ, რომ ბევრი სასიკეთო საქმე გავაკეთოთ უკვე მეშვიდე მოწვევის საკრებულოს ფარგლებში ჩვენი ქალაქისთვის.
რაც შეეხება ოპოზიციის ბრალდებებს საკრებულოს არალეგიტიმურობასთან დაკავშირებით, კარგად ვიცით, რომ არჩევნები ჩატარდა კონკურენტუნარიან გარემოში. “ქართულმა ოცნებამ” მოიპოვა დამაჯერებელი გამარჯვება. ჩვენ ნდობა გამოგვიცხადა თბილისელების უმრავლესობამ. შესაბამისად, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენი ამომრჩევლისა და ქალაქისთვის,”- განაცხადა ტყემალაძემ.

ცნობისთვის, დღეს ქვეყნის მასშტაბით, ახლადარჩეული საკრებულოების პირველი სხდომა გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები