პრემიერმა გარემოს დაცვის მინისტრის ყველა მოადგილეს უფლებამოსილება შეუჩერა

ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანების თანახმად, უწყების პირველ მოადგილესა და მოადგილეებს უფლებამოსილება 21 ივლისიდან შეუწყდათ.
“საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე შეუწყდეთ უფლებამოსილება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს 2014 წლის 21 ივლისიდან”, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის ბრძანებაში.
შეგახსენებთ, რომ მინისტრთა კაბინეტში განხორციელებული ცვლილებების შედეგად პრემიერმა ხათუნა გოგალაძე თანამდებობიდან გაათავისუფლა, მის ნაცვლად კი გარემოს დაცვის მინისტრის პოსტზე ელგუჯა ხოკრიშვილი დანიშნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები