„წყალს საზღვრები არ აქვს“ – ქართული პრემიერა კინოთეატრ „ამირანში“

9 დეკემბერს 19:00 საათზე, კინოთეატრ „ამირანში“,  I დარბაზში, დოკუმენტური ფილმის – „წყალს საზღვრები არ აქვს” (რეჟისორი – მარადია ცაავა, პროდიუსერები – მარიამ ჭაჭია, ლუჩიანო გლორი) ” ჩვენება გაიმართება.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ფილმის ჩვენება პირველად საქართველოში თბილისის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში გაიმართება.
ფილმში მოქმედება ენგურჰესის კაშხალზე ხდება, სადაც რეჟისორმა რამდენიმე წელი გაატარა. ეს არის ფილმი ენგურჰესის შესახებ,  საზღვრებზე, რომლებიც ადამიანებმა შექმენეს, გამოიგონეს და დააწესეს, საბოლოოდ კი თავად აღმოჩნდნენ საზღვრებში მოქცეულები.  ენგურჰესის კაშხალი საქართველოს უკანასკნელი კავშირია აფხაზეთთან. სწორედ ამიტომ ჩავიდა იქ რეჟსორი. შემდეგ  თვითონაც სცადა საზღვრის გადალახვა. ფილმი სწორედ ამ პროცესს აღწერს. თუმცა ამის პარალელურად  ფილმის სხვადასხვა გმირების ღია და დაფარული ამბებზეა.
დოკუმენტური ფილმი – „წყალს საზღვრები არ აქვს” ქართულ-ფრანგული კოპროდუქციაა.
„წყალს საზღვრები არ აქვს“  – ქართული პრემიერა Tbilisi International Film Festival – ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები