გიორგი მუჯირი: ჩვენ მოვისმინეთ ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის აღიარება, რომ სპა-პროცედურებსა თუ ფუფუნების საგნებს ნამდვილად თავად მოიხმარდა

“მიხეილ სააკაშვილის განცხადება ბრალდების მხარისთვის მნიშვნელოვანი იყო იმდენად, რამდენადაც ამ განცხადებით ჩვენ მოვისმინეთ ბრალდებულის აღიარება”, – ამის შესახებ პროკურორმა, გიორგი მუჯირმა განაცხადა.

მისი თქმით, ექსპრეზიდენტმა თავადვე დაადასტურა, რომ ბიუჯეტის თანხებს პირადი და გარშემომყოფების კეთილდღეობისთვის ხარჯავდა.

„დღეს ჩვენ გვქონდა განხილვა სააკაშვილის კორუფციული ბრალდების შესახებ საქმის, რომელიც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტიდან 9 მილიონი ლარის გაფლანგვას. საქმეში 49 ბაინდერადაა წარმოდგენილი დოკუმენტაცია, რომელიც პირდაპირ ასახავს მიხეილ სააკაშვილისა და მისი გარემოცვისთვის კომფორტის შესაქმნელად გახარჯულ თანხებს. მიხეილ სააკაშვილის განცხადება ბრალდების მხარისთვის მნიშვნელოვანი იყო იმდენად, რამდენადაც ამ განცხადებით ჩვენ მოვისმინეთ ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის აღიარება, რომ სპა-პროცედურებსა თუ ფუფუნების საგნებს ნამდვილად თავად მოიხმარდა, შვილის სწავლის დაფინანსებაც მისი გადაწყვეტილება იყო და ამის ახსნა მხოლოდ ერთი სიტყვა იყო – „ეკუთვნოდა“. რეალურად კი, ამ დანახარჯს სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდა“, – განაცხადა პროკურორმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები