„გაცოცხლებული ქსოვილები” – კოსტიუმების გამოფენა-ინსტალაცია ხელოვნების სასახლეში

3 დეკემბერს, 18:00 საათზე, ხელოვნების სასახლე კოსტიუმების გამოფენა-ინსტალაციას „გაცოცხლებული ქსოვილები” უმასპინძლებს.
იდეისა და კოსტიუმების ავტორია თუმანიშვილის თეატრის მხატვარი ზურა გოგორიკიძე.
„ტრადიციული სამოსის და აქსესუარების თანამედროვე ფორმებში დანახვამ და გააზრებამ განაპირობა, წარმოგვედგინა ცოცხალი გამოფენის კონცეფცია, გამოფენა-პერფორმანსის ფორმით, რაც საზოგადოების და ტრადიციული სამოსის/აქსესუარების დაახლოებას და მნიშვნელობას შეუწყობს ხელს“, – აღნიშნულია ხელოვნების სასახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები