მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 27 დეკემბერს ჩაინიშნა
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი 27 დეკემბერს ჩაინიშნა.
დღევანდელი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულებულია. პროცესზე ვრცელი სიტყვით გამოვიდა ბრალდებული ექსპრეზიდენტი.
ცნობისთვის, თანხების გაფლანგვის საქმეს, რომელზეც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია ბრალდებული, თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს.
თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით – 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.