ნედ პრაისი: ენტონი ბლინკენი უკრაინიდან და საქართველოდან მოკავშირეებს შეხვდა და დაუდასტურა, რომ ერთად უფრო ძლიერები ვართ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, ნედ პრაისი წერს, რომ რიგაში, სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი შეერთებული შტატების პარტნიორებს, მათ შორის უკრაინისა და საქართველოს წარმომადგენლებს შეხვდა და კიდევ ერთხელ დაუდასტურა, რომ “ერთად უფრო ძლიერები ვართ”.

ამის შესახებ ნედ პრაისმა Twiiter-ში დაწერა.

„სახელმწიფო მდივანი შეხვდა ჩვენს პარტნიორებს უკრაინიდან, საქართველოდან, ფინეთიდან, შვედეთიდან და ევროკავშირიდან ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის მეორე დღეს. მან ჩვენს მოკავშირეებს კიდევ ერთხელ დაუდასტურა, რომ ერთად უფრო ძლიერები ვართ“, – წერს ნედ პრაისი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები