ეუთოს თავმჯდომარე: დარწმუნებული ვარ სომხეთ-აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის რეგიონული თანამშრომლობის მიზანშეწონილობაში – ეუთო მზად არის, ხელი შეუწყოს ამ პროცესს

დარწმუნებული ვარ სომხეთ-აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის რეგიონული თანამშრომლობის მიზანშეწონილობაში, – განაცხადა ეუთოს თავმჯდომარემ და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ან ლინდემ ეუთოს მინისტრთა საბჭოს რიგით 28-ე შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას.

„გადაუწყვეტელი საკითხები ასევე რჩება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის კონტექსტში. გასულ თვეში რეგიონში განახლებული ძალადობა ამას ადასტურებს. ეუთოს ამ მიმართულებით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლი აქვს და ყველამ მხარდაჭერა უნდა გამოუცხადოს ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს. ასევე დარწმუნებული ვარ სომხეთ-აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის რეგიონული თანამშრომლობის მიზანშეწონილობაში. ეუთო მზად არის, ხელი შეუწყოს ამ პროცესს“, – აღნიშნა ან ლინდემ.

ან ლინდემ ასევე განაცხადა, რომ ეუთო აქტიურ როლს ითამაშებს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში და მასთან დაკავშირებულ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების მუშაობაში საქართველოსთან მიმართებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები