მიხეილ სააკაშვილი: ზუსტად ვიცი, რატომ წავიდა კახა ბენდუქიძე დროზე ადრე, კახა მოკლეს
„კარგად მესმის კახა ბენდუქიძის, რომელსაც შევხვდი სიკვდილამდე ორი დღით ადრე ბრიუსელში, რომელიც ძალიან ნერვიულობდა, რადგან მასზე იყო აღძრული სისხლის სამართლის საქმე საკუთარი უნივერსიტეტიდან თანხის გაფლანგვაზე და კახა მოკლეს ამათ”, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, როცა საუბარია ია კერზაიას, ნუგზარ ფუტკარაძის მკვლელობაზე, არავის უნდა დაავიწყდეს კახა ბენდუქიძეც.
„კარგად მესმის კახა ბენდუქიძის, რომელსაც შევხვდი სიკვდილამდე ორი დღით ადრე ბრიუსელში, რომელიც ძალიან ნერვიულობდა, რადგან მასზე იყო აღძრული სისხლის სამართლის საქმე საკუთარი უნივერსიტეტიდან თანხის გაფლანგვაზე და კახა მოკლეს ამათ. კახა ბენდუქიძის, გენიალური ქართველი რეფორმატორის, რომელსაც სამ დღეში ნიშნავდნენ, აი იმ დღიდან, როცა შევხვდი, რომ მეთქვა უკრაინის ეკონომიკის მინისტრად და ვიცე-პრემიერად, მისი სიკვდილი გავიგე როცა მივედი აეროპორტში. არ იღებდა ჩემს ტელეფონს ერთი დღე, მივედი აეროპორტში და აღარ ჩამოვიდა, მერე უკვე ნიუსებში გავიდა, რომ კახა ბენდუქიძე აღარ იყო. აი, ამათ მოკლეს, თავისი ბრალდებებით. თან უგზავნიდნენ იცით რას? რომ პატარა საკანში იქნები, დაბანის საშუალება არ გექნება, რაც მომიყვა კახამ, მე არაფერს ვიგონებ, იქნები ისეთ დიეტაზე, რომ კუჭი გაგიხმება, რაღაც საოცრებებს უყვებოდნენ. ძალიან კარგად ვიცი, სად იხარჯება ეს სიბინძურეები, რომელ შუშის სასახლეებში, რომ მერე მიაწოდონ ადამიანებს. როცა ვლაპარაკობთ ნუგზარ ფუტკარაძის, ია კერზაიას მკვლელობაზე, არ დაგვავიწყდეს კახა ბენდუქიძის მკვლელობა, რადგან ზუსტად ვიცი, რატო წავიდა კახა დროზე ადრე სიცოცხლიდან“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.