მიხეილ სააკაშვილი: დააკვირდით, რომ ეს გისოსები ლურჯად არის შეღებილი? ერთი მხრიდან ყავისფერია – არ მგონია, რომ შემთხვევითაა შეღებილი

“დააკვირდით, რომ ეს გისოსები ლურჯად არის შეღებილი? ერთი მხრიდან ყავისფერია… არ მგონია, რომ შემთხვევითაა შეღებილი”,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის „ოცნების“ ფერის სრული უსამართლობა.

“დააკვირდით, რომ ეს გისოსები ლურჯად არის შეღებილი? ერთი მხრიდან ყავისფერია… არ მგონია, რომ შემთხვევითაა შეღებილი. ეს არის „ლურჯი სამართალი“, სრული უსამართლობა, ეს არის „ოცნების“ ფერის სრული უსამართლობა, ვიდრე მე შუშის მიღმა გესაუბრებით“, – თქვა სააკაშვილმა.

ცნობისთვის, თანხების გაფლანგვის საქმეზე, რომელზეც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია ბრალდებული, თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს. თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით – 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები