მიხეილ სააკაშვილი – ჟურნალისტებს: თქვენ ნამდვილი გმირები ხართ, მე რომ ცოცხალი ვარ, ამაში თქვენი ლომის წილია

მსჯავრდებულმა ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას მედიის წარმომადგენლებს მიმართა და მათ მადლობა გადაუხადა. სააკაშვილის თქმით, მისი სიცოცხლის გადარჩენაში დიდი წვლილი სწორედ ჟურნალისტებს მიუძღვით.

“მინდა მადლობა ვუთხრა პირველ რიგში პრესის წარმომადგენლებს – თქვენ ნამდვილი გმირები ხართ. მე რომ ცოცხალი ვარ, ამაში თქვენი ლომის წილია. მე ვხედავ რამდენად ადამიანური შეიძლება იყოს ჟურნალისტი და ხანდახან ნაკლებად კრიტიკულიც კი. მე ამ სასამართლო დარბაზში 3 საათით ადრე მომიყვანეს, პროცესი 50 წუთის დაგვიანებით დაიწყო, ეტყობა თქვენ ბევრი დრო გაქვთ, მე არ მაქვს ბევრი დრო. მე უკრაინის უმაღლესი თანამდებობის პირი ვარ, მე ვარ საქართველოში აქტიური პოლიტიკოსი, ვარ რეგიონალური პოლიტიკური ლიდერი, მაქვს ჩემი პოლიტიკური საქმიანობის დრო და ნამდვილად არ მაქვს ფუჭად ხარჯვის დრო. ამიტომ, მომიყვანეთ ხოლმე მაშინ, როდესაც არის დრო და ყველა დროზე გამოცხადდეს. ის პირველ რიგში საზოგადოების პატივისცემაა. ძალიან შეეჩვივნენ, რომ საზოგადოებას აგდებულად ექცევიან. თქვენ ყველაფერს აკეთებთ ისე, როგორც ხელისუფლებისთვის არის კომფორტული”,- განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები