მიხეილ სააკაშვილი: დავით აღმაშენებელს გალობანი სინანულისანი არ წარმოუთქვამს, თურქ სელჩუკების სასამართლოს წინაშე, როდესაც ითხოვთ მეტ ბოდიშს და მეტ სინანულს, გთხოვთ, გაიგეთ, რა მდგომარეობაში ვარ
დავით აღმაშენებელს გალობანი სინანულისანი არ წარმოუთქვამს, ის არ მოყოლილა თურქ-სელჩუკების ტყვეობაზე და თურქ სელჩუკების სასამართლოს წინაშე. მე ახლა ვიმყოფები პუტინის ტყვეობაში, პირადი პატიმარი ვარ რუსული სისტემის. როდესაც ითხოვთ მეტ ბოდიშს და მეტ სინანულს, გთხოვთ, გაიგეთ, რა მდგომარეობაში ვარ,- ამის შესახებ ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე განაცხადა.
ექსპრეზიდენტი საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილებას, იმის თაობაზე, რომ წინა სასამართლო პროცესზე სააკაშვილმა სინანული არ გამოხატა.
„ბევრი მოთხოვნა იყო, წინა ჩემს გამოსვლაში რატომ არ გამოვხატე მეტი ბოდიშის განცდა და მეტი სინანული. ვინც სინანულისკენ მომიწოდებდა, როდესაც ამას აკეთებენ უზურპატორი ხელისუფლების წარმომადგენლები, გასაგებია, მათთვის ეს დაახლოებით ისეთივე სინანულია, როგორც სტალინი აწყობდა ღია პროცესებს, ყველა აღიარებდა თავის ბრალს და მერე ყველას ხვრეტდნენ თავისივე აღიარებული საჯარო ბრალის საფუძველზე. იმ ხალხის მიმართ მე არანაირი სასინანულო არ მაქვს. რაც შეეხება დანარჩენ საზოგადოებას, რა თქმა უდნა, დანარჩენ საზოგადობასთან მე ბევრი მაქვს სალაპარაკო, მთლიანად საზოგადოებაზე. ჩემი საპრეზიდენტო ფიცი მე დავდე დავით აღმაშენებლის საფლავზე, და დავით აღმაშენებლის გალობანი სინანულისანი, ეს არის, პიროვნული პასუხისმგებლობის, მმართველის პასუხისმგებლობის, მორალური კატეგორიის ერთმანეთთან შეწონვა აწონვა და საზოგადოების წინაშე პასუხისგება, რეფლექსია, ფიქრი, იმაზე, რა უნდა ყოფილიყო სხვანაირად. გარწმუნებთ, ეს რეფლექსია მე მაქვს მთელი ეს წლები და ძალიან ბევრი მაქვს საფიქრალი.
მაგრამ, დავით აღმაშენებელს გალობანი სინანულისანი არ წარმოუთქვამს, ის არ მოყოლილა თურქ-სელჩუკების ტყვეობაზე და თურქ სელჩუკების სასამართლოს წინაშე. მე ახლა ვიმყოფები პუტინის ტყვეობაში, პირადი პატიმარი ვარ რუსული სისტემის. როდესაც ითხოვთ მეტ ბოდიშს და მეტ სინანულს, გთხოვთ, გაიგეთ, რა მდგომარეობაში ვარ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.