სააკაშვილი – პროკურორს: ბინძურო მატყუარა

ბინძურო მატყუარა – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქმის პროკურორს არჩილ ტყეშელაშვილს.
რეპლიკა სხდომაზე მას შემდეგ გაჟღერდა, რაც ტყეშელაშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილის ლოზუნგი „მეტი დაკავებული, მეტი პრემია” იყო.

მსჯავრდებული და ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტის რეპლიკის შემდეგ, მოსამართლემ სააკაშვილს „მეტი პატივისცემისკენ” მოუწოდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი, რომელიც დიდი იდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას ეხება, ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.
ადვოკატები საქმის ორი პროკურორის – გიორგი მუჯირისა და არჩილ ტყეშელაშვილის აცილებას ითხოვენ.

სხდომის პარალელურად, საქალაქო სასამართლოს შენიბასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები და “ნაციონალური მოძრაობის” წევრები არიან შეკრებილი და აქციას მართავენ.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები