დაგვიცავს თუ არა ახალი შტამისგან ვაქცინა და მედიკამენტები – თენგიზ ცერცვაძის განმარტება
ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსის ახალი შტამი საქართველოში სავარაუდოდ ერთ თვეში დაფიქსირდება.
“საქართველოში მოელიან, რომ ერთ თვეში დაფიქსირდება ახალი შტამი, საქართველო მთვარეზე არ არის და ბუნებრივია ქვეყნებს შორის მიმოსვლა არის. არის შეზღუდვები, მაგრამ ამ შეზღუდვას დიდხანს ვერ დაიცავ. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, ჯერ უნდა გავაგრძელოთ ვაქცინაციის პროცესი, სანამ გვეცოდინება ვაქცინა მოქმედებს თუ არა, ახალ შტამზე. თუმცა მინიმუმ ერთი თვე, დომინანტი დელტა შტამი იქნება. უნდა გამოვიყენოთ პირბადე, რადგანაც ეს 100%-ით იცავს ყველა შტამისგან ადამიანს და თავი ავარიდოთ შეკრებებს. დაგვიცავს თუ არა ვაქცინა და მედიკამენტები – ეს გარკვეული შეშფოთების საგანი არის, რადგანაც თანამედროვე ვაქცინები გამიზნული იყო სწორედ ვირუსის იმ სტრუქტურის გასანეიტრალებლად, რომელშიც ეს ბევრი მუტაციები მოხდა”, – აცხადებს ცერცვაძე.