თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი დაიწყო

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პროცესი დაიწყო. სხდომას მესამე პრეზიდენტი ესწრება. ის დილით გორის ჰოსპიტლიდან თბილისში პენიტენციურმა სამსახურმა გადმოიყვანა.

პროცესის პარალელურად, სასამართლოს შენობასთან აქცია იმართება. პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები მიხეილ სააკაშვილს მხარდაჭერას უცხადებენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ცნობისთვის, თანხების გაფლანგვის საქმეზე, რომელზეც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია ბრალდებული, თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს პროცესი იმართება. თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით – 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები