გიგი უგულავა სასამართლომ 3 000 ლარით დააჯარიმა
თბილისის საქალაქო სასამართლომ გიგი უგულავას 3 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ მიიღო.
ცნობისთვის, უგულავა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით იყო დაკავებული, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.