5 -12 დეკემბერს, თბილისი 22-ე საერთაშორისო კინოფესტივალს უმასპინძლებს

5 -12 დეკემბერს, თბილისის 22-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, ორწლიანი პაუზის შემდეგ, მდიდარი პროგრამით დარბაზებში ბრუნდება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, თბილისის 22-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე, მაყურებელი  60-მდე ევროპულ, აზიურ და, რაც მთავარია, ქართულ მხატვრულ, დოკუმენტურ თუ მოკლემეტრაჟიან ფილმებს იხილავს. კინოფესტივალს ლევან კოღუაშვილის „მეოთხე ბრაიტონი“ გახსნის.
ქართული კინოპანორამა წელს განსაკუთრებით მდიდარია. ფესტივალის პროგრამაში სულ ცხრა მხატვრული, ამდენივე დოკუმენტური და ორჯერ მეტი მოკლემეტრაჟიანი ფილმი იქნება წარმოდგენილი.
წლევანდელი კინოფესტივალის სექციების ჩამონათვალი  ასეთია – ევროპული კინოს ფორუმი, ჰორიზონტები, ამერიკები, დამზადებულია გერმანიაში, ამბოხი კინოში, ანიეს ვარდას რეტროსპექტივა და კიდევ არაერთი სპეციალური კინოჩვენება.
ჟიური გამარჯვებულებს გამოავლენს სამ ნომინაციაში:
1. საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი;
2. საუკეთესო დოკუმენტური ფილმი;
3. საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი.
ფესტივალის საზეიმო დახურვა და დაჯილდოება 11 დეკემბერს, კინოთეატრ „ამირანში“ შედგება, სადაც ნაჩვენები იქნება ფრანგი რეჟისორისა და მსახიობის ლუი გარელის ფილმი „ჯვაროსნული ლაშქრობა“.
ფესტივალის სრული პროგრამა:
http://www.tbilisifilmfestival.ge/ka/festival-program/?fbclid=IwAR3sI4WlV5FJhEmYURPl1ilkOR7K0dqp714rAZy-HlXx_vYnJII85UiEvpw
ჩვენებები გაიმართება კინოთეატრ „ამირანსა“ და საქართველოს ეროვნული არქივის კინოდარბაზში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები