სააკაშვილის ექიმი: გადავედით პირველ გაფართოებულ კვებაზე

გორის სამხედრო ჰოსპიტალში მესამე პრეზიდენტის პირადი მკურნალის, ნინო გოგორიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

მისი თქმით, დღეიდან მიხეილ სააკაშვილი გაფართოებული კვების რაციონზე გადავიდა.

“ანალიზები რიგზეა, ნორმაშია პაციენტი. იყო ძალიან დაღლილი, დაისვენა. დღეს დილას აღენიშნებოდა პატარა სისუსტე, მაგრამ არის მხნედ. რაც შეეხება რაციონს, გადავედით პირველ გაფართოებულ კვებაზე, გარკვეული პროდუქტების გამონაკლისით”, – განაცხადა ნინო გოგორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები