30 ნოემბერი ზაირა არსენიშვილის დაბადების დღეა
30 ნოემბერი მწერლისა და სცენარისტის, ზაირა არსენიშვილის (1933-2015) დაბადების დღეა
სულაკაურის გამომცემლობის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშულია: ქართველი მწერალი და სცენარისტი, ზაირა არსენიშვილი 1933 წელს დაიბადა საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლის, ვანო არსენიშვილის ოჯახში. განათლებით ფილოლოგი იყო, მოგვიანებით კი სამუსიკო სასწავლებლის ვიოლინოს კლასი დაამთავრა. დაწერილი აქვს ისეთი ცნობილი ფილმების სცენარები, როგორებიცაა: „როცა აყვავდა ნუში”, „აურზაური სალხინეთში”, „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე”, „დღეს ღამე უთენებია” და სხვ.
ზაირა არსენიშვილის პირველი რომანი, „რეკვიემი ბანის, სოპრანოსა და შვიდი ინსტრუმენტისათვის, ანუ ახალგაზრდა მთხზველის პორტრეტი“ 1997 წელს გამოვიდა, თუმცა მწერალი მკითხველთა ფართო წრისათვის მხოლოდ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ჩვენმა გამომცემლობამ ხელახლა გამოსცა მისი რომანი „ვა, სოფელო“… მას შემდეგ მწერლის ორი წიგნი – „რეკვიემი ბანის, სოპრანოსა და შვიდი ინსტრუმენტისათვის, ანუ ახალგაზრდა მთხზველის პორტრეტი“ და პროზაული კრებული „კენჭები“ გამოვიდა.