სუს-თან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან სამოქალაქო მოძრაობების – “სირცხვილიას” და “შეცვალეს”, ასევე, პოლიტიკური პარტიების – “ლელო საქართველოსთვის” და “დროას” ორგანიზებით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები სუს-ის შენობამდე მსვლელობით, სასტვენებით მივიდნენ. მათ ხელში უჭირავთ ბანერები წარწერით: “სუს-ტემა უნდა დაინგრეს”, “ნუ გაი-სუს-ები” და სხვა.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, გიგა მაქარაშვილის განცხადებით, პერმანენტული აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ “სუს-ტემა” არ დაინგრევა.
“უნდა იცოდნენ აქ მომუშავე ადამიანებმაც, რომ ხელფასს ვუხდით რათა სახელმწიფო უსაფრთხოება, უზრუნველვყოთ და არ გვსდიონ საძინებლებში ან ტელეფონებში. ბრძოლა გაგრძელდება მანამ, სანამ ,,სუს-ტემა” არ დაინგრევა”, – აღნიშნა გიგა მაქარაშვილმა.