პარლამენტმა ტყიბულში უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა ტყიბულში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადეს.
როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების წარმომადგენელმა, ბეჟან წაქაძემ აღნიშნა, ტყიბულში ქვანახშირის მოპოვების დროს დაიღუპა 2 ადამიანი – ვიტალი ტურძილაძე და ავთანდილ არსენიძე.
„მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ღონისძიება გატარდა უკანონო მოპოვების კუთხით, იგი კვლავაც ხდება და, სამწუხაროდ, ადამიანებს იწირავს.
მინდა, მოვუწოდო შესაბამის სამსახურებს, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს კონტროლი ამ მიმართულებით, რათა არ მოხდეს მსგავსი ტრაგედიები”, – განაცხადა ბეჟან წაქაძემ.