სალომე ღამბაშიძე: ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 90 ბავშვი მკურნალობს, ორის მდგომარეობა მძიმეა
“კოვიდინფიცირებული პაციენტების მომართვიანობა კვლავ მაღალი რჩება”, – ამის შესახებ ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის ხარისხის მართვის და პაციენტთა უსაფრთხოების სამსახურის მენეჯერი, სალომე ღამბაშიძე აცხადებს.
მისივე თქმით, მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 90 ბავშვი მკურნალობს.
“კოვიდინფიცირებული პაციენტების მომართვიანობა კვლავ მაღალი რჩება, ამ ეტაპისთვის, ჩვენს დაწესებულებაში 90 ინფიცირებული ბავშვი მკურნალობს. მათგან 13 კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტშია. 2 ბავშვის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, ერთი გახლავთ თვე-ნახევრის ასაკის, ისინი მართვით სუნთქვას საჭიროებენ”, – აცხადებს სალომე ღამბაშიძე.