ელექტრონული QR კოდის ქონის შემთხვევაში, მატერიალური კოვიდ-ბარათის აღება საჭირო აღარაა

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ელექტრონული QR კოდის ქონის შემთხვევაში, მატერიალური კოვიდ-ბარათის აღება საჭირო აღარაა.

“გადმოწერე აპლიკაცია Georgia e-Health, რომელიც ე.წ. მწვანე პასპორტის ფუნქციას შეასრულებს.

მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს რაიმე მიზეზით არ შეუძლია ციფრული კოვიდ-სერტიფიკატისთვის საჭირო აპლიკაციის ჩამოტვირთვა, მან უნდა მიმართოს იუსტიციის სახლს.

აპლიკაციაში QR კოდის გააქტიურების შემდეგ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ციფრული კოვიდ-პასპორტების ერთიან სივრცეში გაწევრიანებულ 49-ვე ქვეყანაში მოგზაურობისთვის, მატერიალური კოვიდ-ბარათის ქონა საჭირო აღარ არის.

აპლიკაციის ჩამოტვირთვისა და რეგისტრაციის გავლის შემდეგ, გაიაქტიურებთ QR კოდს და მიიღებთ ვაქცინაციასთან დაკავშირებულ შემდეგ ინფორმაციას:

ვაქცინაციის ჩატარების თარიღს და ვაქცინის ტიპს, უკანასკნელად ჩატარებულ PCR და ანტიგენის ტესტის შედეგებს, თქვენი ინფიცირების სტატუსს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები