Pfizer-მა “ომიკრონის” საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნა დაიწყო

ფარმაცევტულ კომპანია Pfizer-ში განაცხადეს, რომ კოვიდ19-ის ახალი შტამის – “ომიკრონის” წინააღმდეგ ვაქცინის შექმნა დაიწყეს და მის შექმნას 100 დღეზე ნაკლები დრო დასჭირდება.

BioNTech-ში კი განაცხადეს, რომ დაიწყეს ახალი შტამის შესწავლა, ასევე, მუშაობა ვაქცინის ადაპტაციაზე იმ შემთხვევაში, თუ პრეპარატის არსებული ვერსია ვერ გაუმკლავდება ახალ ვარიანტს განიხილავენ.

„დრო რომ არ დავკარგოთ, პარალელურად, ვმუშაობთ ამ ორ ამოცანაზე, სანამ არ იქნება ცნობილი მეტი ინფორმაცია, სასარგებლოა თუ არა ამჟამინდელელი ვაქცინა“, – განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა.

მედია წერს, რომ კომპანია შესაბამის დასკვნებს, საშუალოდ, ერთ კვირაში დადებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები