„დღეისათვის სწრაფი ტესტების მგრძნობელობა ძალიან დავარდნილია“ – ალერგოლოგ-იმუნოლოგი გიორგი კამკამიძე

ალერგოლოგ-იმუნოლოგის, პედიატრ გიორგი კამკამიძის განცხადებით, დღეისთვის კორონავირუსის სადიაგნოსტიკო სწრაფი ტესტების მგრნობელობა ძალიან დავარდნილია. ამის შესახებ კამკამიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, თავიდან სწრაფი ტესტებით ვირუსის აღმოჩენა შედარებით უკეთესად ხდებოდა, დღეს კი სახეზე შედარებით ცუდი მახასიათებლებია.

„რაც შეეხება დიაგნოსტიკის საკითხსა და იმას, ხომ არ სხლტება კორონავირუსის ახალი ვარიანტი, „ომიკრონი“ ჩვენი სადიაგნოსტიკო მეთოდებიან, მაგალითად, pcr მეთოდებიდან, უნდა ითქვას, რომ მისი გამოვლენა სწორედ pcr მეთოდით მოხდა. ჯერჯეობით, საგანგაშო მონაცემები არ გვაქვს იმის შესახებ, რომ ჩვენი სადიაგნოსტიკო მეთოდები ამ ვირუსს ვერ ამოიცნობს.

სხვა საქმეა სწრაფი ტესტები. სწრაფი ტესტები სხვა ვარიანტებთან დაკავშირებითაც ნელ-ნელა თავის საწყის მგრძნობელობას კარგავს. თავიდან ვირუსის აღოჩენა შედარებით უკეთესად ხდებოდა, დღეს შედარებით ცუდი მახასიათებლები გვაქვს. ახლა ვარიანტთან დაკავშირებით ველით, რომ სწრაფი კველვის მეთოდი კიდევ უფრო ნაკლები მგრძობელობით იქნება. უნდა გითხართ, რომ დღეისათვის მისი მგრნობელობა ძალიან დავარდნილია. უკვე საუბარია იმაზე, რომ იგივე ტურისტების ტესტირების დროს თუ სხვა მასიური ტესტირების დროს ანტიგენის ტესტი შეიძლება, ცრუ უარყოფით შედგებს გვაძლევდეს. შესაბამისად, შეიძლება, ვირუსის ასეთი ძლიერი გავრცელების ერთერთი საფუძველი ესეც იყოს. შესაბამისად, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. მოვუწოდებ ჯგუფებს, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ, გადახედონ კრიტერიუმებს, რითაც ე.წ.  მწვანე პასპორტის მიღებაზეა საუბარი, ასევე, ტურისტების ტესტირებასთან დაკავშირებით ალგორითმები უნდა გადაიხედოს“, – განაცხადა კამკამიძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები