თბილისის საქალაქო სასამართლოსთან საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივად აღდგა
თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, საპროტესტო აქციის მონაწილეთა გამო შეფერხებული საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივად აღდგენილია.
სასამართლოს ეზოსთან და მოპირდაპირე მხარეს დაპირისპირება და ხმაური დილიდან დაიწყო.
ადგილზე სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. არსებული ცნობით, პოლიციამ რამდენიმე პირი ადმინისტრაციული წესით დააკავა, ნაწილი კი ტერიტორიიდან განარიდა.
ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.