„COVID 19-ის ახალი შტამი – „ომიკრონი“ უმრავლეს შემთხვევაში იმ პოპულაციაში ვრცელდება, რომელიც აცრილი არაა“ – გიორგი კამკამიძე
ალერგოლოგ-იმუნოლოგის, პედიატრ გიორგი კამკამიძის განცხადებით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, COVID 19-ის ახალი შტამი, „ომიკრონი“ უმრავლეს შემთხვევაში იმ პოპულაციაში ვრცელდება, რომელიც აცრილი არ არის.
ამის შესახებ კამკამიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„პირველ ყოვლისა, უნდა აღვნიშნოთ, რომ ვირუსის ახალი ვარიანტები მუდმივად წარმოიშობა. ისინი არიან ეწ. ინტერესის ვარიანტები. შემდეგ თუ რომელიმე ისეთ თვისებებს გამოავლენს, რაც ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით საშიშია, იგულისხმება ვირუსის გადაცემის სიჩქარის გაზრდა და ის, თუ ახალი ვარიანტი რამდენად ამძიმებს დაავადების მიმდინარეობას, კატეგორია ეცვლება და მას კატეგორია Variant of Concern ენიჭება, ანუ ესაა შემაშფოთებელი ვარიანტი. ამ შემთხვევაში, მისი ინტენსიური კვლევა ხდება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად აქვს პოტენციალი, რომ განსხვავებული მიმდინარეობა გამოიწვიოს, დომინანტური ადგილი დაიკავოს, ანუ სხვა არსებული ვარიანტები ჩაანაცლოს და გაართულოს როგორც მისი მისი დიაგნოსტიკა, ისე ვაქცინაციის ეფექტურობა შეცვალოს.
ეს ახალი ვარიანტი სამხრეთ აფრიკის ქვეყნებიდან გავრცელდა. ჯერჯეობით რაც ინფორმაცია გვაქვს, ვირუსით გამოწვეული ინფექცია შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს, არ ხასიათდება ნერვული სისტემის დაზიანების ნიშნებით, როგორიცაა ყნოსვისა და გემოვნების გაუკუღმართება. ჩვეულებრივი გაციებით მიმდინარე დაავადების სიპტომები ახასიათებს. თუმცა, მეორე მხრივ, გავრცელების თვასალზრისით ნამდვილად საყურადღებოა და ეფექტურად ვრცელდება, განსაკუთრებით – ახალგაზრდა ასაკში.
ყურადღება უნდა გავამახვლოთ იმაზე, რომ უმრავლეს შემთხვევაში ის ვრცელდება პოპულაციაში, რომელიც აცრილი არ არის. ამიტომაცაა, რომ ზუსტად ახალგაზრდებშია უფრო მეტად გავრცელებული“, – განაცხადა კამკამიძემ.
მისივე თქმით, ამ ეტაპისთვის არსებული მონაცემებით, ვირუსის ახალი ვარიანტი შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს, მაგრამ სწრაფად ვრცელდება.
„საქართველო მთლიანად დაცული ვერანაირად ვერ იქნება. ადრე თუ გვიან, ეს ვარიანტიც შემოაღწევს. ვირუსის ვარიანტების განსაზღვრა, იგივე სეკვენირების მეთოდი ჩვენთან შედარებით ნაკლები პროპორციით ხდება. შესაბამისად, შეიძლება, საქართველოში არის კიდევაც ეს ვარიანტი, თუმცა, ამის შესახებ ჯერ არ ვიცით.
ამ ვირუსთან დაკავშირებით რაიმე სერიოზულ პრობლემებს არ ველით, ჯერჯერობით, საგანგაშო მონაცემები არ არის, რომ ავადობის მიმდინარეობას ამძიმებს, პირიქით, მონაცემები იმის შესახებაა, რომ შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს, მაგრამ ეფექტურად ვრცელდება.
1-2 თვე მაინცაა საჭირო იმისათვის, რომ ზუსტი მონაცემები გვქონდეს იმის შესახებ, თუ ვაქცინა რამდენად იცავს თუ არ იცავს. აღნიშნულზე არაპირდაპირი გზით ვმჯელობთ, რომ ამ ვირუსის გავრცელება არავაქცინირებულებში გაცილებით მაღალია და ვაქცინირებულებში ძალიან მცირედ ვრცელდება. აქედან არაპირდაპირ შეიძლება, გავაკეთოთ დასკვნა, რომ ვაქცინა იცავს, შეიძლება – ნაწილობრივ, მაგრამ მაინც იცავს.
რაც შეეხება დიაგნოსტიკას და იმას, ხომ არ სხლტება ახალი ვარიანტი ჩვენი სადიაგნოსტიკო მეთოდებიან, მაგალითად, pcr მეთოდებიდან, უნდა ითქვას, რომ მისი გამოვლენა სწორედ pcr მეთოდით მოხდა. ჯერჯეობით, საგანგაშო მონაცემები არ გვაქვს იმის შესახებ, რომ ჩვენი სადიაგნოსტიკო მეთოდები ამ ვირუსს ვერ ამოიცნობს. სხვა საქმეა სწრაფი ტესტები. სწრაფი ტესტები სხვა ვარიანტებთან დაკავშირებითაც ნელ-ნელა თავის საწყის მგრძნობელობას კარგავს. თავიდან ვირუსის აღოჩენა შედარებით უკეთესად ხდებოდა, დღეს შედარებით ცუდი მახასიათებლები გვაქვს. ახალ ვარიანტთან დაკავშირებით ველით, რომ სწრაფი კველვის მეთოდი კიდევ უფრო ნაკლები მგრძობელობით იქნება. უნდა გითხართ, რომ დღეისათვის მისი მგრნობელობა ძალიან დავარდნილია. უკვე საუბარია იმაზე, რომ იგივე ტურისტების ტესტირების დროს თუ სხვა მასიური ტესტირების დროს ანტიგენის ტესტი შეიძლება, ცრუ უარყოფით შედეგებს გვაძლევდეს. შესაბამისად, შეიძლება, ვირუსის ასეთი ძლიერი გავრცელების ერთერთი საფუძველი ესეც იყოს. შესაბამისად, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. მოვუწოდებ ჯგუფებს, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ, გადახედონ კრიტერიუმებს, რითაც ე.წ. მწვანე პასპორტის მიღებაზეა საუბარი, ასევე, ტურისტების ტესტირებასთან დაკავშირებით ალგორითმები უნდა გადაიხედოს“, – განაცხადა კამკამიძემ.
თამუნა შეყილაძე