ირაკლი ღარიბაშვილი: ოქტომბრის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი არის 7%-მდე, რაც, ჯამურად, 10 თვეში 10,5% გამოდის – ეს უპრეცენდენტო ზრდაა არა თუ რეგიონში, მთელს ევროპაში

ოქტომბრის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი არის 7%-მდე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცადა.

პრემიერის თქმით, ეს უპრეცენდენტო ზრდაა არა თუ რეგიონში, არამედ – მთელს ევროპაში.

„წინასწარ მინდა, გითხრათ, რომ ოქტომბრის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი არის 7%-მდე, რაც, ჯამურად, 10 თვეში 10,5% გამოდის. ეს მართლაც უნიკალური, უპრეცენდენტო ზრდაა მთელს რეგიონში და არა თუ რეგიონში, მთელს ევროპაში”, – განაცადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები