ნიკა მელია: ისტორიული უსამართლობა, რომელსაც თვალს ვადევნებთ, აუცილებლად დასრულდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი უნდა დაიწყოს, “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი – ნიკა მელია მივიდა.

მისი თქმით, სააკაშვილის გათავისუფლების მთავარი იარაღი ხელისუფლების დასუსტება და დამარცხებაა.

“ისტორიული უსამართლობა, რომელსაც თვალს ვადევნებთ, უნდა დასრულდეს და აუცილებლად დასრულდება. ამ შენობაში ივანიშვილი რომ სააკაშვილს ასამართლებს – ეს ისტორიული აბსურდია, რაც დასრულდება და ამაში ეჭვი არავის ეპარება. სააკაშვილის გათავისუფლების მთავარი იარაღი რეჟიმის კიდევ უფრო დასუსტება და დამარცხებაა”, – განაცხადა მელიამ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილს სასამართლო პროცესზე დასწრების შესაძლებლობა მიეცა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები