ონლაინკაზინოების შეზღუდვასთან დაკავშირებით, ფინანსთა მინისტრი ახალ ინიციატივებს წარადგენს

ონლაინკაზინოების შეზღუდვასთან დაკავშირებით, დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი კონკრეტულ ხედვას წარადგენს.

როგორც უკვე ცნობილია, პრემიერმინისტრის ინიციატივა სამ კომპონენტს მოიცავს – ასაკობრივი ზღვრის აწევას 25-თ წლამდე, რეკლამის აკრძალვასა და ონლაინკაზინოებისთვის გადასახადების გაზრდას.

პროცედურის მიხედვით, მთავრობის სხდომაზე განხილვის შემდეგ, კანონპროექტი საქართველოს პარლამენტს გადაეგზავნება. კანონონმდებლები ცვლილებებს, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ბოლომდე დაამტკიცებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები