„ომიკრონის“ აღმოჩენის შემდეგ დიდი ბრიტანეთი კოვიდრეგულაციებს ამკაცრებს

ომიკრონის” შტამის გავრცელების შესაჩერებლად, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა ახალი კოვიდშეზღუდვები აამოქმედა.

მაღაზიებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში კვლავ სავალდებულო გახდება პირბადეების ტარება, ხოლო ახალი შტამის მქონე პირის კონტაქტებს 10-დღიან კარანტინში მოათავსებენ. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ განცხადება ბორის ჯონსონმა, „ომიკრონის“ შტამის დიდ ბრიტანეთში აღმოჩენის შემდეგ გააკეთა. ცნობილია, რომ ქვეყანაში „ომიკრონის“ შტამით ინფიცირების 2 შემთხვევა დაფიქსირდა ესექსსა და ნოტინგჰემშირში.

„უნდა შევძლოთ შტამის გავრცელების დინამიკის შემცირება, დრო უნდა მოვიგოთ, რომ მეცნიერებმა შეძლონ დადგენა – მოქმედებს თუ არა ახალ შტამზე არსებული ვაქცინები“,- აღნიშნა ბორის ჯონსონმა. ქვეყნის ვიზიტორებს კი ჩასვლიდან მეორე დღეს „პისიარ“ ტესტირების გავლა მოუწევთ, ხოლო პასუხამდე თვითიზოლაცია სავალდებულო ხდება. ბორის ჯონსონმა საჯარო მიმართვისას ასევე განაცხადა, რომ ბუსტერ დოზების კამპანია კიდევ უფრო ფართო მასშტაბებით უნდა წარიმართოს ქვეყანაში, უფრო მეტი ადამიანის სამჯერადი იმუნიზაციის მიზნით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები