გოგი მეშველიანმა გულშემატკივარსა და გუნდს „სიონის“ უმაღლეს ლიგაში დაბრუნება მიულოცა

საქართველოს პარლამენტის წევრი ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი ბოლნისის „სიონს“ გამარჯვებას და უმაღლეს ლიგაში დაბრუნებას ულოცავს. ინფორმაციას დეპუტატის პრესსამსახური ავრცელებს.

„გილოცავთ “სიონის“ უმაღლეს ლიგაში დაბრუნებას!
ყველა გუნდს სურს უმაღლეს ლიგაში თამაში, ხოლო გულშემატკივარს მათი წარმატების ხილვა. მიხარია, რომ ჩვენმა გუნდმა დღევანდელ საჩემპიონო დაპირისპირებაში შეძლო უპირატესობის მოპოვება და გახდა კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის გამარჯვებული.“ – გოგი მეშველიანი

“სიონმა” საჩემპიონო ბრძოლაში კონკურენტი ,,გაგრა” ანგარიშით 2-1 დაამარცხა და უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები