“ომიკრონის” შტამი უკვე დიდ ბრიტანეთშია – სპეციალისტებმა ინფიცირების 2 შემთხვევა გამოავლინეს

დიდ ბრიტანეთში 2 ადამიანი კორონავირუსის ახალი, “ომიკრონის” შტამით არის დაინფიცირებული, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის მდივანმა განაცხადა.

საჯიდ ჯავიდის თქმით, სპეციალისტებმა ინფიცირების შემთხვევები ჩელმსფორდსა და ნოტინგჰემში აღმოაჩინეს.
ჯავიდის ცნობით, ორივე შემთხვევა ერთმანეთთან არის დაკავშირებული და ინფიცირებულები, ოჯახის წევრებთან ერთად თვითიზოლაციაში იმყოფებიან. ამჟამად, ეპიდემიოლოგები მათ კონტაქტებს იკვლევენ.

ახალი შტამი, სახელწოდებით “ომიკრონი” მეცნიერებმა სამხრეთ აფრიკაში აღმოაჩინეს და ის უკვე ბოტსვანაში, ბელგიაში, ჰონგ-კონგსა და ისრაელშია დაფიქსირებული.

ახალი ვარიანტის გამოჩენის გამო ქვეყნებმა, სამხრეთ აფრიკის რეგიონთან ავიამიმოსვლა შეზღუდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები