მაშველებმა ტყიბულის შახტაში, მიწის მასის ქვეშ მოყოლილი ერთი პირი ამოიყვანეს, მეორეს ძებნა კი გრძელდება

მაშველებმა ტყიბულის შახტაში, მიწის მასის ქვეშ მოყოლილი ერთ-ერთი პირი ამოიყვანეს. ამ წუთებში, დაშავებული მამაკაცი სასწრაფო დახმარების ჯგუფს კლინიკაში გადაჰყავს.

რაც შეეხება მიწის მასის ქვეშ მოყოლილ მეორე პირს, მისი სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

არსებული ინფორმაციით, ღია კარიერის გამაგრებითი სამუშაოების მიმდინარეობისას მიწის მასა ჩამოიშალა, რა დროსაც, შახტაში, სავარაუდოდ იმყოფებოდა ორი მოქალაქე.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, შემთხვევის ადგილზე მუშაობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის იმერეთის მთავარი სამმართველოსა და განსაკუთრებულ სიტუაციებზე  რეაგირების მთავარი სამმართველოს ჯგუფები. მობილიზებულები არიან ცენტრალური კოორდინაციის სამმართველოს სპეციალისტები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები