„ემპათიას“ ექიმთა ჯგუფი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად შევიდა

წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიას“ ექიმთა ჯგუფი გორის სამხედრო ჰოსპიტალში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად შევიდა.

„ჩვენ მოვედით მიხეილ სააკაშვილისშემოწმების მიზნით. ცენტრი ,,ემპათია“ უკვე ჩართულია სამედიცინო შემოწმებაში, მიმდინარეობს ექსპერტიზა, გაცემულია უკვე ორი დასკვნა. რაც შეეხება ექსპერტებს, ეს არის სხვადასხვა სპეციალობის რვა ექიმით დაკომპლექტებული მულტიდისციპლინური ჯგუფი. როგორც აღვნიშნე, მიმდინარეობს ექსპერტიზა, რაც ნიშნავს ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებას, ასევე უფლებრივი მდგომარეობის შეფასებას და დოკუმენტაციის მონიტორინგს და შემდგომშიც გავუწევთ მდგომარეობის მონიტორინგს.

რაც შეეხება ექსპერტთა ჯგუფის რეკომენდაციას სასამართლოში წაყვანა-არწაყვანასთან დაკავშირებით, ჩვენ ამას არ ვწყვეტთ, ეს არის ადამიანის უფლება სასამართლოში მიიღოს მონაწილეობა და თუკი მას აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი, არავის არ აქვს უფლება, მათ შორის არც ექიმს, შეზღუდოს მისი ეს უფლება“, – განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები