სამტრედიაში ჩხეიძის ქუჩაზე საჭიდაო დარბაზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სამტრედიაში, ჩხეიძის ქუჩაზე საჭიდაო დარბაზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საჭიდაო დარბაზის რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში
ფინანსდება და სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ასრულებს.

მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, ზურაბ გოგიასთან და საკრებულოს წევრთან, ირაკლი მელაშვილთან ერთად სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.

“ინფრასტრუქტურული პროექტები ხარისხის მაღალი მაჩვენებლით და მაქსიმალურად შემჭიდროებული ვადებით უნდა იყოს შესრულებული. ჩვენი მიზანია ყველა პროექტი საჭიროებებსა და ინტერესებზე მოერგოს. ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, რომ მოსახლეობა კმაყოფილი დარჩეს”, – განაცხადა დავით ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები