კოსოვოში, ავტობუსს, რომელსაც სკოლის მოსწავლეები გადაჰყავდა, ცეცხლი გაუხსნეს – დაღუპულია 3 ადამიანი

კოსოვოში, ავტობუსს, რომელსაც მგზავრები, მათ შორის სკოლის მოსწავლეები, გადაჰყავდა, დაუდგენელმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც ავტობუსის მძღოლი და ორი მოზარდი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

თავდასხმა ქალაქ დეჩანთან, დედაქალაქ პრიშტინიდან 90 კილომეტრში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილია ერთი ადამიანი.
ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ინციდენტის ტერორისტულ აქტთან დაკავშირება ნაკლებად სავარაუდოა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები