ვლადიმერ პუტინი აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს შეხვდა

სოჭში რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების – ვლადიმერ პუტინის, ილჰამ ალიევისა და ნიკოლ ფაშინიანის სამმხრივი შეხვედრა გაიმართა.შეხვედრა სამ საათზე დიდხანს გრძელდებოდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, პუტინმა ალიევსა და ფაშინიანს ზეთისხილის ტოტები აჩუქა.

კრემლის ლიდერმა შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მიღწეულია შეთანხმება სატრანსპორტო დერეფანზე ბლოკის მოხსნის შესახებ.

მისივე თქმით, საუბარი შეეხო ყარაბაღთან დაკავშირებულ ჰუმანიტარულ საკითხებსაც.

„ზეთისხილის ტოტი არის სიმბოლო მშვიდობისა და კეთილდღეობის.

ჩვენ ძალიან დეტალურად ვისაუბრეთ ეკონომიკური ხასიათის საკითხებზე, ეკონომიკური კავშირების განვითარებაზე და პირველ რიგში, იმაზე, რომ პირველი ნაბიჯი, რაც გადაიდგმება, ეს არის სატრანსპორტო დერეფნის განბლოკვა. ეს ეხება როგორც რკინიგზას, ისე საავტომობილო გზას.

არის ძალიან მნიშვნელოვანი მგრძნობიარე მომენტი, რომელიც დაკავშირებულია ჰუმანიტარულ საკითხებთან და აქაც ჩვენ საგრძნობლად წავიწიეთ წინ“ , – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები