კახა კუჭავა: უკვე შეთანხმებულია ბრძანების ფორმატი, რაც დეპუტატებს შესაძლებლობას მისცემს გორის სამხედრო ჰოსპიტალში შეუფერხებლად შევიდნენ

არ ჰქონდათ პრობლემა დეპუტატებს. გვქონდა კომუნიკაცია ფრაქციებთან და ყველა დეპუტატს, ვისაც სურვილი ჰქონდა შეეძლო სააკაშვილი მოენახულებინა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ განაცხადა.

„ჩემი უფლებამოსილება ეხება მხოლოდ პენიტენციურ დაწესებულებებს. გორის ჰოსპიტალი არ წარმოადგენს პენიტენციურ დაწესებულებას და ამ შემთხვევაში მოხდა გარკვეული დროით შეფერხება.

უნდა მიგვიღო სწორი გადაწყვეტილება სამართლებრივად, თუ როგორ გაგრძელდებოდა და რა იქნებოდა საფუძველი დეპუტატების შესვლის. დილიდან შედგა შეხვედრა და ჩვენი მხრიდან იყო მიხეილ სარჯველაძე, იყო ოპოზიციის წარმომადგენელიც და იუსტიციის მინისტრის მოადგილე.

უკვე შეთანხმებულია ბრძანების ფორმატი, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს გორის სამხედრო ჰოსპიტალში შეუფერხებლად შევიდნენ. მგონი უკვე შევიდა ერთი დეპუტატი ან აპირებს შესვლას“, – წერს კახა კუჭავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები