რა პირობას ელოდება ზელენსკი პუტინისგან – უკრაინის პრეზიდენტის კომენტარი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინიმა საჯაროდ უნდა თქვას, რომ რუსეთი უკრაინაზე სრულმასშტაბიან თავდასხმას არ გეგმავს.

მისი თქმით, ამჟამად, ეს მესიჯი ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა.

ამის შესახებ ზელენსკიმ დიდ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელიც მისი პრეზიდენტობის ვადის ნახევრის შეჯამებას მიეძღვნა.

“თუ ესკალაციაზე არ ფიქრობენ, მაშინ მეჩვენება, როცა ვამბობ, რომ ჩვენ არავის ვუტევთ, ჩვენ ვიცავთ ჩვენს ქვეყანას, მაშინ რუსებმაც და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმაც უნდა თქვას საჯაროდ, რომ “ჩვენ არ ვგემავთ” ან მზად ვართ, ვისაუბროთ, არაერთხელ ვთქვით – შეხვედრები არ გინდათ, ტელეფონზე ვილაპარაკოთ. მოდით, საჯაროდ ვთქვათ, რომ რუსეთის ფედერაცია არ ამზადებს უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრას. ეს სიგნალი ახლა მნიშვნელოვანი იქნებოდა“, – თქვა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები