ეროვნული ბანკი ვალუტის კურსს აქვეყნებს
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 27 ნოემბერს ერთი ამერიკული დოლარი 3.0967 ლარი ეღირება, ევრო – 3.4931 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.1233 ლარი.
დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 3.1129 ლარი ღირდა, ევრო – 3.4927 ლარი, ხოლო ფუნტი – 4.1470 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 27 ნოემბერს ამოქმედდება.