სამხრეთ აფრიკის ხელისუფლება ახალი შტამის გამო ვაქცინაციის დაჩქარებას ცდილობს

სამხრეთ აფრიკის ხელისუფლება მოუწოდებს მოქალაქეებს, ერთად დაამარცხონ ახალი ვარიანტი ვაქცინაციით, რომ მუტაციის რაოდენობა შეამცირონ, – ამის შესახებ „ტვიტი” მთავრობის ოფიციალურ გვერდზე განთავსდა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ, ერთად მუშაობის შემთხვევაში, ქვეყანა ბრძოლას მოიგებს და „ზაფხული გადარჩება, რადგან ვაქცინები შტამების წინააღმდეგ მუშაობს”.

„ტვიტს“ თან ახლავს ინფოგრაფიკა, სადაც ჩანს აცრის სარგებელია ნაჩვენები.
ამჟამად, სამხრეთ აფრიკის მოსახლეობის მეოთხედზე ნაკლებია ვაქცინირებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ახალი შტამის გამო, რომელიც ქვეყანაში ვრცელდება, შეშფოთებულია – ვარიანტთან დაკავშირებით ჟენევაში სპეციალისტების შეხვედრა მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები