ზუგდიდის საკრებულოსთან აქცია დასრულდა, მონაწილეებმა სამმართველოს შენობასთან გადაინაცვლეს

ზუგდიდში ოპოზიციის წარმომადგენლებმა, რომლებიც დილიდან აქციას მართავენ, საკრებულოს შენობიდან პოლიციის სამმართველოს შენობასთან გადაინაცვლეს.

პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის დაკავებული ორი პირი სამმართველოს შენობაში იმყოფება.

ზუგდიდის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. სხდომას ოპოზიცია არ დასწრებია.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, მხარდამჭერებთან ერთად, რამდენჯერმე შეეცადნენ შენობაში შეჭრას, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. ადგილზე შეკრებილებსა და პოლიციას შორის რამდენჯერმე მოხდა დაპირისპირება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები