ისრაელში, სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილი, კორონავირუსის ახალი შტამით ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა

 

ისრაელში, კორონავირუსის ახალი შტამით – B.1.1.529-ით ინფიცირების ერთი შემთხვევა დაფიქსირდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

აღინიშნება, რომ ვირუსი გამოუვლინდა ერთ მოქალაქეს, რომელიც ისრაელში მალავიდან დაბრუნდა. უწყების ინფორმაციითვე, არსებობს ეჭვი იმის, რომ ინფიცირებულია კიდევ ორი პირი.

გუშინ, ისრაელის პრემიერმინისტრმა, ნაფტალი ბენეტმა საგანგებო კონსულტაციები გამართა ჯანდაცვის სამინისტროსა და სამოქალაქო თავდაცვის სამსახურების ხელმძღვანელებთან სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ, კოროვირუსის ახალ შტამთან დაკავშირებით.

ბენეტმა სამხრეთ აფრიკის ქვეყნები “წითელ” სიაში შეიყვანა და შესაბამის უწყებას დაავალა, შეაფასონ ამ ქვეყნებთან ავიამიმოსვლის შეჩერების შესაძლებლობა.

დღეს ჯანმო სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ, ვირუსის ახალ შტამთან დაკავშირებით საგანგებო სხდომას გამართავს, რომელშიც ჩართულნი იქნებიან ორგანიზაციის ექსპერტები და მათი სამხრეთ აფრიკელი კოლეგები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები