სოჭში დღეს რუსეთ-სომხეთ-აზერბაიჯანის სამმხრივი შეხვედრა გაიმართება – ალიევი რუსეთში უკვე ჩავიდა, ფაშინიანი გზაშია

სოჭში დღეს რუსეთ-აზერბაიჯანი-სომხეთის პირველი პირების სამმხრივი შეხვედრა გაიმართება.

აზერბიაჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქვეყნის პირველი პირი სოჭში უკვე ჩავიდა. რაც შეეხება სომხეთის პრემიერ ნიკოლ ფაშინიანს, ის რუსეთისკენ გზაშია.

შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ინიციატივით შედგება და უკავშირდება მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ერთი წლის თავს.

ცნობილია, რომ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა რეგიონში სავაჭრო, ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირების აღდგენისა და განვითარების საკითხებს.

ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ მხარეებმა ასევე იმსჯელონ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ბოლოდროინდელ გამწვავებაზე და შესაძლოა, გადაწყვიტონ დელიმიტაციისა და სადემარკაციო კომისიის შექმნა.

გათვალისწინებულია  პუტინისა და ალიევის, ასევე, პუტინისა და ფაშინიანის შეხვედრები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები