გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში თემატურ მოკვლევაზე დისკუსია გაიმართა
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში დღეს თემატურ მოკვლევასთან დაკავშირებით სახელმწიფო უწყებებისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
პარლამენტის ინფორმაციით, კომიტეტმა ინერტული ნარჩენების მდგრად მართვასთან დაკავშირებით თემატური მოკვლევა ჩაატარა. მოკვლევის თაობაზე შესაბამისი მასალები გაეგზავნათ სახელმწიფო უწყებებსა და მუნიციპალიტეტებს, რომელთაც კომიტეტში გამართულ შეხვედრაზე თავიანთი პოზიციები და მოსაზრებები გამოხატეს. უპასუხეს თემატური მოკვლევის ჯგუფის წევრების მიერ დასმულ შეკითხვებს. კომიტეტის მიერ თემატური მოკვლევა ხორციელდება შვედეთის მთავრობისა და საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.