სააკაშვილის ადვოკატი: თუ ქართველი ხალხი შესაბამის პროტესტს დააფიქსირებს, ზურაბიშვილი შეწყალების გადაწყვეტილებას მიიღებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, თუ ქართველი ხალხი შესაბამის პროტესტს დააფიქსირებს, საქართველოს პრეზიდენტი – სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის შეწყალების გადაწყვეტილებას მიიღებს.

“სააკაშვილის გათავისუფლების უმოკლესი სამართლებრივი გზა, ეს არის პრეზიდენტის მიერ შესაბამისი განკარგულების მიღება, რომელმაც ორგზის უკვე განაცხადა, რომ ამას არ გააკეთებს, მაგრამ ეს უნდა იყოს და იქნება ცალსახად ქართველი ხალხის გადასაწყვეტი. თუ ქართველი ხალხი შესაბამის პროტესტს დააფიქსირებს, სალომე ზურაბიშვილი მიიღებს ამ გადაწყვეტილებას”, – აღნიშნა ბექა ბასილაიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები